მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია. ზოგადად კი, თირკმლის ტკივილი, ხშირ შემთხვევებში ირადირებს ( გადაეცემა ) წელის არეში.
ამ მიმართულებით პათოლოგიის გამოსარიცხად აუცილებელია, ჩატარდეს შემდეგი კვლევები:
- თირკმელების ექოსკოპია;
- შარდის საერთო ანალიზი;
- კრეატინინის განსაზღვრა.
ამ მონაცემთა შეჯერების საფუძველზე, ექიმ–ნეფროლოგს შეუძლია იმსჯელოს დაავადების არსებობის შესახებ.
ასევე, შესაძლოა თქვენი მეუღლის ჩივილებს იწვევდეს ხერხემლის სვეტის, წელის მიდამოს პათოლოგია.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი მათ შორის ნეფროლოგი და ნევროლოგი.
საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias/15961
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!