ფიბრინოგენის შემცველობა - ჰემატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით; ფიბრინოგენის შემცველობა სისხლში მაქვს ზედა ზღვართან.სხეულზე ხშირად მაქვს ლურჯი ფერის ჰემატომები. არის თუ არა ეს ჰემატომები ფიბრინოგენის შემცველობასთან დაკავშირებული ? და თქვენი განმატებიდან:"სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას" - რომელ ქსოილების კვდომა გაქვთ მხედველობაში და როგორი სიმპტომები აქვს ქსოვილთა კვდომას?
პასუხი:

მოგესალმებით,
განმატებიდან:"სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას" - იგულისხმება, ქსოვილთა კვდომა ღვიძლში. რადგან, ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება.
ფიბრინოგენის დონის მომატება შესაძლოა, გამოიწვიოს:

  • დამწვრობამ;
  • ესტროგენებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღებამ.

სხვა შემთხვევაში ფიბრინოგენის ნორმის მაჩვენებლმა შესაძლოა, მოიმატოს ისეთი პათოლოგიის დროს როგორებიცაა:

  • მწვავე ინფექციური და ანთებითი დაავადებები;
  • ინსულტი;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ამილოიდოზი;
  • პნევმონია;
  • ავთვისებიანი სიმსივნე და ა.შ.

არის თუ არა თქვენს შემთხვევაში ფიბრინოგენი ე.წ. ჩალურჯების გამომწვევი მიზეზი – ვერ მოგახსენებთ.
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს. შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად. აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა