არაჰოჯკინის ლიმფომა - ჰემატოლოგია

კითხვა: დედაჩემს აქვს არაჰოჯკინის ელენთის ლიმფომა მკურნალობს მკურნალობას კარგად ექვემდებარება როგორია გამოსავალი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფომა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების და/ან იმ შინაგანი ორგანოების გადიდება, სადაც დიდი ოდენობით გროვდება სიმსივნური ლიმფოციტები. ლიმფომა გადამდები არ არის.
ლიმფომის მიზეზი უმეტესად უცნობია. რისკი საგრძნობლად იმატებს ამა თუ იმ სახის იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ასეთებია აივ-ინფექცია, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება და მემკვიდრეობითი დარღვევა.
არსებობს არაჰოჯკინის ლიმფომების 35-მდე ქვესახეობა. მორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით მათ სხვადასხვა ციტოლოგიურ ვარიანტად ყოფენ. ჯანმოს კლასიფიკაციით კი არაჰოჯკინის ლიმფომები იყოფა T და B ლიმფოციტურ სიმსივნეებად, რომლებიც უმწიფარი ან მწიფე უჯრედებისგან ვითარდება.
დისტანციურად პროგნოზირება ძნელია, რადგან, ერთი მხრივ, ლიმფომების სხვადასხვა ტიპთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ კი პროგნოზი ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის. გარდა ლიმფომის ტიპისა, მასზე გავლენას ახდენს ლიმფომის სტადია, პაციენტის ასაკი, სხვა სომატური დაავადების არსებობა-არარსებობა.
როგორც აღნიშნავთ, პაციენტი მკურნალობას კარგად ექვემდებარება, ასე რომ, მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფრომაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა