მოგესალმებით,
გარემოსთან ადაპტაციასა და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის სპეციფიური იმუნური რეაქციები, რომლებიც უპირველესად იმუნურ სისტემასთან არის დაკავშირებული.
იმუნური სისტემა ორგანიზმს აუტოიმუნური და ავთვისებიანი დაავადებებისგანაც იცავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს.
აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება:
ჩივილები (ადგილობრივად მტკივნეულია თუ არა ჯირკვლები, ადგილობრივად ან ზოგადად ტემპერატურის მომატება, სხვა ჩივილების არსებობა). ანამნეზი (ეპიდანამნეზი - გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება.
ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.).
უშუალო გასინჯვა - ზომები, კონსისტენცია (ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზება უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად (ულტრაბგერითი გამოკვლევით), ასევე სისხლის საერთო ანალიზი.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ ჰემატოლოგის კონსულტაცია ,რომელიც განსაზღვრავს კვლევათა სრულ სპექტრს და შეძლებს დიაგნოზის ფორმირებას ან გადაწყვეტს სხვა სპეციალისტების ჩართვის საჭიროების საკითხს .
თქვენთვის საინტერესო დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ჩემს 21 წლის ბიჭს ბავშვობიდან აწუხებს პერიოდულად,უფრო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში,ჯირკვლები(თუ კვანძები) კისრის არეში და ხშირად და ადვილად უჩირქდება რაღაცეები,ხან ღრძილები,ხან თვალის მიდამო,ქუთუთოს შიგნითა მხარე,ხან ძირმაგარები აქვს.თუ შეიძლება მითხარით ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში თუ შეიძლება იყოს,რომელ ექიმთან მივიდეს ან რა გამოკვლევა ჩაიტაროს.მადლობა წინასწარ
პასუხი: