მოგესალმებით,
ფიბრინოგენი არის ცილა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. ის გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად, რომელიც სისხლის შედედებისას კოლტის საფუძველს ქმნის. ფიბრინიდან საბოლოო ჯამში თრომბი წარმოიქმნება, შედედების პროცესის დასრულება კი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. ფიბრინოგენი კოაგულოგრამის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული მაჩვენებელია. მისი ანალიზი აუცილებელია ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას. ფიბრინოგენი გავლენას ახდენს ერითროციტების დალექვის სიჩქარეზეც.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/40
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!