მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ფლოსტერონთან დაკავშირებით.
თუ მედიკამენტი დანიშნულია შესაბამისი სპეციალისტისაგან, მას გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს უკუჩვენებები და შესაბამისად, უნდა მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციას. ხოლო თუ დამოუკიდებლად იკეთებთ ინექციას, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ტრავმატოლოგთან, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
პრეპარატის გამოყენება გარკვეულწილად ახდენს გავლენას ცხომოვან ცვლაზე ,თუმცა თქვენს მიერ კითხვის სახით აღნიშნულ ეფექტს ,ზოგად სიმსუქნეს არ იწვევს , თუმცა განაპირობებს ცხიმების გადანაწილებას (ცხიმების დაგროვება უპირატესად მხარის, სახის, მუცლის არეში), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.
ზოგადად, გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაკვირვების შესაძლებლობაზე.
შესაბამისად ,გირჩევთ თავი აარიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ და მაღალი დოზებით გამოყენებას .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. ფლოსტერონის ერთი ნემსის გაკეთება მუხლის სახსარში ორკვირიანი შუალედით, ანუ ერთი ამპულა ერთ მუხლში, ორი კვირის შემდეგ მეორეში. ხომ არ გამოიწვევს ეს სხეულის მასის მომატებას?
პასუხი: