კითხვა: ზაფხულზე ტყეში სეირნობის დროს ფეხი დავარტყი ხის კორძს,ბალახებში ვერ შევამჩნიე,არ შემრჭობია,ანუ ჭრილობა არ მაქვს ,მის შემდეგ მტკივა ტერფი ,თითების დაბოლოვება,ვიყავი ექიმთან,მითხრა სავარაუდოდ მყესების დაჭიმულობა,სამი თვეა ვხმარობ სხვადასხვა შესაზელ მაზებს და არანაირი შედეგი არ მაქვს,მტკივა როცა ვადგავ ფეხს,გთხოვთ დამეხმაროთ,წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტ პასუხს ვერ მოგახსენებთ, თუმცა შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი, ტერფის არის მყესების დაჭიმვას.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ტრავმატოლოგთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას, სავარაუდოდ, საჭირო იქნება რენტგენოლოგიური კვლევა, რათა დადგინდეს დიაგნოზი.
რის შემდეგაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი–ტრავმატოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !