მოგესალმებით,
თქვენი დასკვნის მიხედვით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის კოქსართროზი.
კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით ,ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
გირჩევთ, მობრძანდეთ, გაიაროთ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაცია ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც მენეჯრთან ერთად გაგცემთ ამომწურავ პასუხს ფინანსებთან დაკავშირებით და დაფინანსების მოპოვების მიზნებისათვის გადმოგცემთ სათანადო დოკუმენტაციას.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ვარ 37 წლის.მაწუხებს მარჯვენა ბარძაყის ტკივილი, საჯდომი კუნთიდან მოყოლებული მუხლამდე, დისკომფორტი მაქვს სიარულის დროსაც.1 წლის წინ გავიკეთე მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფია.პასუხი შემდეგია:სახსარში შემავალი ძვლების კონგრუენტობა დარღვეული არ არის.ძვლოვანი სტრუქტურა ეპიფიზარულად მცირედ პაროზულია, ორივე მხარეს სასახსხრე ნაპრალები დავიწროებულია ორივე მიმართულებით.სასახსრე ზედაპირები რამდენადმე გაბრტყელებულია და სუბქონდრალურად მსუბუქად სკლეროზირებულია.ტაბუხის ფოსოს სახურავის ლატერალური ბაგეები ისახება ნორმალურად.მარცხენა ბარძაყის თავი, მსუბუქად გაბრტყელებული, კიდურის მცირედი ვარუსული პოზიცია; დიდი და მცირე ციბრუბი გამოხატული პათოლოგიის გარეშეა .გავა-თეძოს შესახსრებებში მარჯვნივ სასახსრე ნაპრალი რამდენადმე დავიწროებულია.თეძოს ფრთების დგომა ასიმეტრიულია . რა უნდა მოვიმოქმედო? წინასწარ გმადლობთ
პასუხი: