გამონადენი ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ვარ მე4 კვირაში მაქ მოვარდისფრო გამონადენი მაინტერესებს რისი ბრალია იქნებ მითხრათ
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
ორსულობის დროს განვითარებული სისხლდენა საშოდან, საყურადღებო სიმპტომს წარმოადგენს, რომლის დროსაც დროული დიაგნოსტიკა და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობა აუცილებელია.
ზოგიერთ შემთხვევაში საშოდან სისხლიანი გამონადენის არსებობა მოსალოდნელი აბორტის მანიშნებელი სიმპტომია ან მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
● სპონტანური აბორტი;
● საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად : ცერვიკალური ინფექცია, ანთებადი საშვილოსნოს ყელი ან წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში;
● ექტოპიური ანუ საშვილოსნოს გარე ორსულობა.
სისხლიანი გამონადენის გამოჩენისას საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი ორსულობის პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
ადრეული სისხლიანი გამონადენის შემთხვევათა 80% ორსულობის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება, მცირედ შეფერილი გამონადენი პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა მისი გამოჩენიდან მაქსიმუმ 6 დღეში სასურველია ვიზიტი გინეკოლოგთან.
თქვენს შემთხვევაში, გირჩევთ, რომ აუცილებლად მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს და ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა,რათა სწორად დაისვას დიაგნოზი და ექიმმა შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
თუ არ გყავთ მეან–გინეკოლოგი და არ იმყოფებით აღრიცხვაზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ უპრეცედენტო აქცია ორსულებისათვის , ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/27483/klinika-%E2%80%9Eakhal-sicockhleshi%E2%80%9C-daregistrirebuli-orsulebi-gaumjobesebuli-pirobebit-isargebleben-  

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა