მოგესალმებით,
საშოდან მცირე რაოდენობით გამჭვირვალე გამონადენის არსებობა, ჩვეული, ფიზიოლოგიური მოვლენაა.
ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
- ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;
- გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
- გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური გამონადენი საშოდან და საშოს ტკივილი ან დაწყლულება. არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალებები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს 75 ლარად 191 ლარის ნაცვლად:
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია;
- მცირე მენჯის გამოკვლევა უახლესი ექოსკოპიური აპარატით;
- კოლპოსკოპია;
- პაპ–ტესტი.
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს.
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელ ხაზზე ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !