კითხვა: 12 წლის ბავშს ბიჭს დაუდგინეს გინეკომასტია.რისი ბრალია და რა პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
გინეკომასტია, ეს არის მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, რაც გამოწვეულია ჰორმონული შემადგენლობის დარღვევით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტარდეს სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ ცხიმია დაგროვილი მაშინ ოპერაცია კეთდება პლასტიკური ქირურგიით, ხოლო, თუ სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გადიდებული, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
უმჯობესია, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში მამოლოგს, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა