გულის მანკი

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ადამიანს რომელსაც აქვს მიდრეკილება გულის მანკისკენ, რა უნდა მოიმოქმედოს რომ არ ჩამოუყალიბდეს
პასუხი:

გამარჯობა! გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის - დარღვევას იწვევს.განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს. შესაბამისად , რთულია გიპასუხოთ თქვენს შემთხვევაში პრევენციის გზებზე ,მითუმეტეს რომ ზოგადად , ასე ცალსახად , კლინიკურად არ არსებობს მიდრეკილება გულის მანკზე .
სარქვლოვანი პათოლოგიის დროს აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ სარქვლების შემდგომი დაზიანება, ხშირად - მაშინაც კი, როცა პაციენტს უკვე გადატანილი აქვს სარქვლის პროთეზირება ან სხვა ოპერაცია. ამისთვის აუცილებელია:
პაციენტმა იცოდეს, რა სახის მანკი აქვს;
ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად აცნობოს ექიმს, რომ მანკი აქვს; ინფექციის სიმპტომებისას შეეხმიანოს მკურნალ ექიმს; გულდასმით მოუაროს პირის ღრუს, პრობლებემის აღმოცენებისას დაუყოვნებლივ მიმართოს სტომატოლოგს; რეგულარულად მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები არტერიული წნევის, ქოლესტერინის, არითმიის კონტროლისა და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
იმ შემთხვევაში, როცა ოპერაციული მკურნალობა არ არის ჩატარებული, აუცილებელია ექიმთან რეგულარული სიარული, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია დროულად დაინიშნოს. დროულ ჩარევას შედეგისთვის ხშირად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა