ჰაიმორიტი

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 27 წლის. მეორე. ბავშვზე ვარ ორსულად. ორსულობაში დამემაეთა ჰაიმორუტი. ვიმკურნალე და შედეგიც მქონდა. ეხლა ორი დგეა ერთიდაიგივე ადგილზე საშინლად მტკივა თავი. თავის ზედა ნაწილში.ვერ ავგწერ როგორი ტკივილია თითყოს მიხურს,თითქოს მეყინებ და ხნდახან გადასცემს მთელ მარჯვენა მხარეს ამ ტკივილს. ძალიან მინტერესებს თქვენი პასუხი. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაციებულა, არ ჰქონია სურდო, ცხვირიდან გამონადენი. ასევე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დაცემინება ერთხელ მაინც არ შეუკავებია. ყოველი ასეთი მოქმედება იწვევს გაციების დროს წარმოქმნილი ლორწოს გამონადენის მოხვედრას ჰაიმორისა და შუბლის ძვლის წიაღებში. ეს ლორწო ადამიანის გამოჯანმრთელების კვალდაკვალ, ნაწილობრივ გარეთ გამოდის, მაგრამ მისი გარკვეული ფენა თავის ქალის ძვლებს შორის მაინც რჩება, რომელიც თხევადი მდგომარეობიდან თანდათან მყარ მდგომარეობაში - ქსეროგელში გადადის და ქმნის მყარ ქერქს. ყოველი ამის შემდეგ კი თავის ქალას ძვლების შიგნით არსებული ღრუები მთლიანად მყარი მასით ივსება. თავიდან ეს მასა წყნარად „ზის“, მაგრამ ის ამავე დროს შესანიშნავ ნიადაგს წარმოადგენს პათოგენური მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. საკმარისია ხელშემწყობი პირობების წარმოშობა (გაციება, გადაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.), რომ ეს მიკროორგანიზმები მაშინვე გააქტიურდება .ამ პირობებში აზრი არ აქვს, ვუმკურნალოთ შესაბამის დაავადებას, თუკი ამ დაავადების მიზეზს - ჩირქსა და ლორწოს გარეთ არ გამოვდევნით.
რემისიის პერიოდში ავადმყოფის საერთო მდგომარეობა და განწყობა დამაკმაყოფილებელია, ორგანიზმი პათოლოგიურ მოვლენას ეგუება და ავადმყოფი იშვიათად მიმართავს ექიმს. ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავების პერიოდში შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, გაუარესდეს განწყობა, გაძლიერდეს თავის ტკივილი და ჩირქოვანი გამონადენის გამოყოფა. დაზიანების მხარეს თვალის ირგვლივ არსებული და სახის რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება ჰაიმორიტის გართულებაზე მიუთითებს.
ზედა ყბის ძვლის წიაღის ქრონიკული ანთების მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში კი არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.
გირჩევთ , დროულად მიბრძანდეთ ოტორინოლარინგოლოგთან , რათა თავიდან აიცილოთ გართულებები .სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას . შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა