კითხვა: მოგესალმებით.მთელი ზაფხული ვარ ცუდად.გამოვიკვლიე ყველაფერი და არაფერი არ მჭირდა.გადავიღე თავის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და აღმომაჩნდა ქრონიკული ჰაიმორიტი. ვიყავი ინფექციონისტანაც და მითხრა რომ ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ძალიან დაზიანებული კბილები(მხოლოდ ფესვები მაქვს და თან ჩირქოვანი) რომ ჩადის იწამლება ორგანიზმიო და ამას კიდევ ჰაიმორიტი ემატება. ვამჩნევ რომ სასაზე მაქვს საშინელი სუნი და პირშიც უსიამოვნო გემო მაქვს.ოტო–რინო–ლარინგოლოგთან ვიყავი და ვერაფერს ამბობს.მაინტერესებს შეიძლება რაიმე ბაქტერია იყოს პირში? ან თუ შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს ცუდად ყოფნა–იგულისხმება უცბათ მოწყვეტა თითქოს მოწამლული ვარ რომელიც შეიძლება 1 საათი გაგრძელდეს ან 5–6 საათი, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი,საღამოს ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება ხანდახან ანუ 55–ამდე ჩამომდის პულსი და უსიამოვნო შეგრძნებაა.და კიდევ ტემპერატურა ხან ჩამომდის 36 ზე. ხანდახან კუჭიც მაწუხებს სიმძიმე შებერილობა და გულძმარვა მაგრამ ხანდახან ყოველთვის არა.გულიც ჩიყვიც და სისხლის ანალიზიც გაკეთებული მაქვს.რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ ყველაფრის და რომელ ექიმს მივმართო არ ვიცი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით.
ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს – ოდონტოგენური, რინოგენული, ჰემატოგენური, ტრავმული და ალერგიული. ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი კი, ინფექციაა.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქმე ეხება ზედა ყბის ძვლის წიაღის ქრონიკულ ანთებას, მისი მკურნალობა კი, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
რაც შეეხება ჰაიმორიტს, მისი მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას.
სხვა შემთხვევაში კი, საჭირო ხდება ჰაიმოროტომია ( სინუსური ღრუს გამორეცხვა ).
პირველ რიგში აუცილებელია მოაგვაროთ სტომატოლოგიური პრობლემები, ხოლო შემდეგ მკურნალობაში ჩართოთ ყბა–სახის ქირურგი.
შემოგთავაზებთ ყბა-სახის ქირურგის უფასო კონსულტაციას ხუთშაბათს, რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35 

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა