ვიზიტი ყბა–სახის ქირურგთან - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: ორსულ გოგონას აწუხებს ტკივილი ღეჭვისას. უჭირს პირის გახსნა, აქვს დისკომფორტი საფეთქელ- ქვედაყბის სახსრის მიდამოში, ჩივილები აღენიშნება ბოლო ორი სამი კვირის მანძილზე, როგორ დავეხმაროთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი რჩევა იქნება პირველ ეტაპზე, პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან. რომელიც დაადგენს ტკივილის მიზეზს.
ეს შეიძლება იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, ( ტრავმა,) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა, უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია.
ეს პათოლოგია ზოგჯერ წააგავს ოტოლარინგოლოგების, ოკულისტების, ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების სამკურნალო დაავადებებს. შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვაც აუცილებელია (ხომ არ გადაიტანა პაციენტმა კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები).
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპიული საშუალებები (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში რთავენ საღეჭი კუნთების მასაჟს. ზოგჯერ მიმართავენ სახსარშიდა ინექციებს-- ქონდროპროტექტორებით.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა