კითხვა: მოგესალმებით,მაწუხებს თავის ტკივილი მარჯვენა მხარეს,მგრძნობელობაც ნაკლები მაქვს ამ მხარეს.გადავიღე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და მითხრეს თავის ტვინის ჰაიმორიტია,საშიში არაფერიაო,მაინტერესებს რა შეიძლება გამოვიყენო ამ ჰაიმორიტის გასაქრობად,იქნებ რამე მირჩიოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰაიმორიტი - ჰაიმორის ღრუების ლორწოვანი გარსის ანთებაა, ჰაიმორიტი არის მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ჰაიმორიტის დროს იმატებს ტემპერატურა, დამახასიათებელია თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, თავის დახრის დროს. ზოგჯერ ადგილი აქვს სინათლის შიშსა და ცრემლდენას. ჰაიმორიტის ძირითადი ნიშანია მუდმივი სურდო. გაჭიანურებული გრიპი, ხველა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაიმორიტით.
ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და სინუსური ღრუს გამორეცხვა ჰაიმოროტომიით, რომლის საჭიროებაც აუცილებლად ექიმის გადასაწყვეტია.
შემოგთავაზებთ ყბა-სახის ქირურგის უფასო კონსულტაციას ხუთშაბათს, რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
მიმდინარეობს უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა