სანერწყვე ჯირკვლის რანულა - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.დედაჩემს აქვს პირის ღრუში რანულა.სანერწყვე ჯირყვალზე .მაინტერესებს ეს ოპერაცია თქვენ კლინიკაში რა ღირს
პასუხი:

მოგესალმებით,
რანულა ეს არის, ენისქვეშა რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება სანერწყვე ჯირკვალის გადავსებისა და დახშობის შედეგად.
დასაზუსტებელია, ხომ არ მოხდა სანერწყვე ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებაც.
რაც შეეხება ოპერაციას, რა თქმა უნდა ტარდება ჩვენს კლინიკაში, ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპიის დროს ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას, შესაძლებელია ჯირკვლის სანაცია.
ზოგადად, დიაგნოსტირების და ჩარევის მეთოდის არჩევანი დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებასა და ამა თუ იმ ჩარევის ჩვენებებსა და უპირატესობებზე.
აქედან გამომდინარე, ზუსტი პროგნოზისათვის, უპრიანია დედათქვენის დაავადების მკურნალობის ყველა დეტალი განიხილოთ უშუალოდ ექიმთან ვიზიტის დროს, რომელიც გაეცნობა პაციენტის მდგომარეობას. ამის შემდეგ კი, იქნება შესაძლებელი თქვენთვის კორექტული პასუხის გაცემა, მკურნალობის მეთოდსა და ღირებულებაზე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგ შოთა ლობჟანიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა