სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა , მეორე წელია მაწუხებს სანერწყვე ჯირკვლები ,კერძოდ ყბაყურა ჯირკვალი როგორც გაირკვა , მარდალეიშვილის კლინიკაში გადავიღე ექოსკოპია და ქირურგთანაც ვიყავი თუმცა ამომწურავი ინფორმაცია ვერ მივიღე, ანუ მითხრეს რომ მჟავე საკვებით და სითხეებით უნდა ვუმკურნალო . დაუჯერებდი ექიმს მაგრამ ყბაყურას სადინარი გახსნილია ლოყაზე შიგნიდან ლორწოვანზე საიდანაც გამოდის ბლანტი სითხე და ასევე გამოდის რაღაც თეთრი გრძელი წელვადი მასა უსუნოა . სისხლის საერთოც გავიკეთე მაგრამ ცვლილება არაფერი არარის . და მაინტერესებს თქვენი აზრი გამოგიგზავნით ექოსკოპიის სურათსაც და დისტანციურად რომ მითხრათ რა არის საჭირო .
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ ჩივილების გათვალისწინებით, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება გაგვიჭირდება.
გასარკვევია არის თუ არა სანერწყვე ჯირკვალში სტრუქტურული ცვლილებები.
ზუსტი დიაგნოზის და პროგნოზის დასადგენად, აჯობებს უშუალოდ ექიმთან გასაუბრება, რომელიც გაეცნობა თქვენს მდგომარეობას.
საჭიროა თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები .
ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებით ისეთი კვლევის ჩატარება, როგორიცაა სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების ენდოსკოპიური გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან, რომელთანაც შეძლებთ სრულყოფილ გამოკვლევას და ზუსტ დიაგნოსტირებას.
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა მკურნალობაში. მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპია წარმოადგენს უახლეს კვლევით მეთოდს, როდესაც ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას.
შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება , ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კი შესაძლებელია მანიპულაციის დასრულებიდან ერთ საათში.
პაციენტი ინარჩუნებს სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ფუნქციებიც აღდგენადი ხდება.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, ექიმი კი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35 
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა