სანერწყვე ჯირკვლის ანთება - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით,იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა შეიძლება იყოს:დილით ლიმფური ჯირკვალი მქონდა დასიებული და კისრის არეშიც ტკივილის შეგრძნება.ღრძილიც დამისივდა და სტომატოლოგმა ყბა-სახის ქირურგთან გამგზავნა,გადავიღე პანორამული სურათი.მის მიხედვით კბილებიდან გამოწვეული მიზეზი გამომირიცხეს.ამასობაში ტკივილი ამივიდა ღაწვზე,საფეთქელზე და თავის ნახევარიც მოიცვა.ტკივილი უფრო ზედაპირულია,თითქოს კანი მტკივა.პერიოდულად მაქვს ტემპერატურაც მეტწილად 37 გრადუსი.ნევროლოგმაც გამორიცხა,რომ ვარ მისი პაციენტი. ოტოლარინგოლოგმა დამიდგინა სავარაუდოდ სანერწყვე ჯირკვლის ანთება,გაციებით გამოწვეული და დამინიშნა ძლიერი ანტიბიოტიკი.ვისთანღა მივიდე არ ვიცი,თქვენ რას მირჩევთ...მადლობა ..
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა იყოს სანერწყვე ჯირკვლის ან ყბაყურა ჯირკვლის პათოლოგია.
თუ არის ყბაყურა ჯირკვლის ანთება, მაშინ შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმ - ინფექციონისტის ჩართვაც.
ლიმფური ჯირკვლის ანთების შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმ-ჰემატოლოგთან.
მაგრამ, რაკი ოტო-რინო-ლარინგოლომა, ივარაუდა სანერწყვე ჯირკვლის ანთება, პირველ ეტაპზე აჯობებს მიმართოთ ყბა -სახის ქირურგს, რომელთანაც შესაძლებელია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უფასო კონსულტაციაზე.
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა მკურნალობაში. მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპია წარმოადგენს უახლეს კვლევით მეთოდს, როდესაც ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას.
შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება, ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კი შესაძლებელია მანიპულაციის დასრულებიდან ერთ საათში.
პაციენტი ინარჩუნებს სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ფუნქციებიც აღდგენადი ხდება.
ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა