მოგესალმებით,
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მომუშავე სახსარია. ქვედა ყბა თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობს. ღეჭვის, ლაპარაკის, მთქნარების და სხვა მოქმედებების დროს ის დღეში დაახლოებით ორიათას მოძრაობას ასრულებს.
ყბა-კბილთა სისტემის აგებულებიდან გამომდინარე, შესაძლოა მკურნალობისას გამოიყენებოდეს ე.წ. კაპები, რაც მსოფლიო ორთოდონტიაში სიახლე არაა.
ასევე, როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს გასათვალისწინებელია – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, მასთან დაკავშირებული საღეჭი კუნთების დაავადება, დაზიანების ტიპი და დონე.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ყბა–სახის ქირურგს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!