ვიზიტი ყბა-სახის ქირურგთან - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, 2 თვის უკან გავიკეთე ოპერაცია. მქონდა სანერწყვე ჯირკვლის რანულა, რის გამოც მოხდა მცირე სანერწყვე ჯირკვლის სრული ამოკვეთა და დამადეს ნაკერი ,ოპერაციიდან ორ კვირაში დიდი სანერწყვე ჯირკვლის გამომტანი სადინარი დამეხშო და ნაოპერაციები ადგილი ენის ქვემოთ ისევ ამომებერა , ექიმმა ნერწყვის სიმულაცია მირჩია, დროთა განმავლობაში იკლო(არა გამიქრა უბრალოდ ზომაში მოიკლო), მაგრამ პირის ღრუ დროდადრო მიშრება და როდესაც საკვებს ვიღებ გარედან მისივდება.
პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნული ჩივილებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ სადინრის კედელი შეიძლება იყოს შევიწროვებული. ასევე, საეჭვოა ხომ არ მოხდა სანერწყვე ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილება.
ზუსტი პროგნოზისათვის , აჯობებს უშუალოდ ექიმთან გასაუბრება, რომელიც გაეცნობა თქვენს მდგომარეობას. ამის შემდეგ კი, იქნება შესაძლებელი თქვენთვის კორექტული პასუხის გაცემა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა