temporomandibular სახსრის ართროზი - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით, გთხოვთ მიპასუხოთ დამისვეს temporomandibular სახსრის ართროზის დიაგნოზი, ვმკურნალობდი ზეელ ტ თი და ჩავიტარე ფიზიოთერაპია 10 დღიანი კურსი.შედეგი ვერ მივიღე, სახსარში ინფექციის წინააღმდეგი ვარ.რა შეგიძლიათ შემომთავაზოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,

ტემპორომანდიბულური სახსრის ართროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა სახის ცვლილებებით ხრტილში, ძვალსა და შემაერთებელ ქსოვილში.
ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვები, როგორც წესი, დაკავშირებულია კუნთების გაზრდილ ტონუსსა და სისუსტესთან.
მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

  • სამედიცინო;
  • ფიზიკური;
  • ორთოპედიული;
  • ქირურგიული.

მხოლოდ თქვენი მონათხრობის მიხედვით ვერ მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
აუცილებელია, ჩვენთან უშუალო ვიზიტისას გავეცნოთ თქვენს მდგომარეობას. ამიტომ, შემოგთავაზებთ ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს , წინასწარი ჩაწერით.
ალტერნატიულ ვარიანტში გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ორთოდონტს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა