მოგესალმებით,
დისტანციურად, პაციენტის გასინჯვისა და ლაბორატორიული კვლევების გარეშე, შეუძლებელია დიაგნოზის დასმა.
თუ სტომატოლოგიური და ოტო–რინო–ლარინგოლოგიური პრობლემები გამოირიცხა, შესაძლებელია ნერწყვში სისხლის არსებობას იწვევდეს, კუჭისა და საყლაპავის ალერგიული დაზიანებები.
ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლიანი ნერწყვის გამომწვევი თიაქარიცაა, ასევე შესაძლოა იწვევდეს სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები.
დასაზუსტებელია, პაციენტს ხომ არ აღენიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:
- სუნთქვის გაძნელება;
- გულ–მკერდის წვის შეგრძნება;
- ხველა და ა.შ.
აუცილებელია, პაციენტმა გაიკეთოს ნერწყვისა და ხახის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, გამოსარიცხია ჰეპატიტებიც.
ჩვენს კლინიაკში გვაქვს უახლესი აპარატურა სანერწყვე ჯირკვლის პრობლემების გამოსაკლვევად და სამკურნალოდ.
აქციის ფარგლებში ყბა–სახის ქირურგთან ვიზიტი უფასოა ყოველ ხუთშაბათს, მობრძანდით კონსულტაციაზე, საჭირო კვლევების შემდეგ, თუ სანერწყვე ჯირკვლის პრობლემები გამოირიცხება, ყბა–სახის ექიმი, თავად გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.
გაცნობებთ, რომ ყბა–სახის ექიმთან უფასო კონსულტაციაზე საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!