სანერწყვე სადინარის პათოლოგია - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამრჯობა, მოკლედ პირის ღრუში ლოყებზე შიგნიდან მაქვს ძალიან პატარა ბურთები რომელსაც აქვს ნასვრეტები . საიდანაც გამოდის სითხე და რაღაც თეთრი ფერის წელვადი გრძელი მასა .სავარაუდოდ სანერწყვე ჯირკვლის სადინარში არის კენჭიან რაიმე ნაწილაკი მოხვედრილი ვარ მწეველი მაინც იქნებ ესეც იყოსგამომწვევი .რამდენიმე დღისწინ ხელით ვაწვებოდი გარედან ჯირკვალს რამაც მისი გაღიზიანება და შესიება გამოიწვია ,თან შიგნიდან დაიბერა სადინრები ,და მტკივნეული გახდა ,შემდეგდაახლოებით ერთსაათში თავისით ჩაცხრა და გამიარა შესიებამ. მეორე დღეს სისხლის ანალიზი გავიკეთე და ლიმფოციტები და ყველაფერი მოკლედ ნორმაშია. ექიმთან ვიყავი და გამომიწერა ანტიბიოტიკი და ლიმონი რომელიც დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დავიდო ენისქვეშ რათა ნერწყვი ჭარბად წამოვიდეს და სადინრიდან კენჭია თუ რაც არის გამოიდევნოს. მაინტერესებს თქვენ რას მირჩევთ .
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ მსგავსი პათოლოგია შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო სანერწყვე ჯირკვლის დაავადებასთან, რომელიც რომელიმე ინფექციური დაავადების ფონზე არის განვითარებული , მაგრამ თუ სისხლის საერთო ანალიზი ნორმაშია , ეს ვერსია უნდა უარვყოთ.
ცხადია ,შესაძლებელია თქვენს მიერ აღნიშნული კენჭი იყოს სანერწყვე ჯირკვალში, ან ეს იყოს ცისტური ჩანართი ,რომელიც ქმნის მექანიკურ დაბრკოლებას.
სამწუხაროდ, დისტანციურად ამ საკითხს ვერ გადავწყვიტავთ .
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგ შოთა ლობჟანიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება, ყოველ ხუთშაბათს 12სთ-დან 4სთ-მდე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ, სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიტაროთ გამოკვლევა და მკურნალობა ენდოსკოპიის აპარატით, შეღავათიან ფასად.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა