მოგესალმებით,
ზოგჯერ ასეთი ჩივილი თანკბილვის დარღვევას უკავშირდება ხოლმე, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა პათოლოგიებიც, მაგალითად ყბის სახსრის პათოლოგია.
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის გარეშე, ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი შოთა ლობჟანიძე გაგიწევთ დახმარებას.
ვიზიტისას ექიმი ობიქტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეარჩევს ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
თუ საჭირო იქნება ოპერაციული მკურნალობა, ექიმი მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ინფორმაციას, დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!