კითხვა: გამარჯობა,უკვე ორი წელია მაწუხებს ცხვირიდან ჩირქოვანი ჩამონადენი ყელში და სურდოს სახით,ასევე მაქვს ხველება საათში რამოდენიმეჯერ,ნახველის შეგრძნებით თავის ტკივილები არ მაქვს უბრალოდ ეს ერთი თვეა ძალიან მომემატა ჩამონადენი,ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ექიმთან კონსულტაციას ,მითხრეს ქაცვის ზეთი ან ევკალიპტი ჩავიწვეთო,რამდენად შეიძლება ან რაიმე მედიკამენტს ხომ ვერ მირჩევდით,არ ვიცი სინუსიტია ეს თუ გაიმორიტი,წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში ხშირია ჰაიმორიტით დაავადებული პაციენტები. ეს დაავადება აზიანებს ზედა ყბის ძვლის ჰაიმორის წიაღების ლორწოვან გარსს. ამ დროს მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
დაავადების ძირითადი მაჩვენებელია დიდი რაოდენობით ლორწოს ან ჩირქის გამოდენა ცხვირიდან, რომელსაც თან დევს თავის ტკივილი და საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ჰაიმორიტის ძირითადი ნიშანია მუდმივი სურდო, ასევე თქვენს მიერ აღნიშნული გახშირებული ხველა, შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაიმორიტით.
გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და სინუსური ღრუს გამორეცხვა ჰაიმოროტომიით, რომლის საჭიროებაც აუცილებლად ექიმის გადასაწყვეტია.
შემოგთავაზებთ ყბა-სახის ქირურგის უფასო კონსულტაციას ხუთშაბათს, რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
მიმდინარეობს უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა