ტუჩის გადიდება E ვიტამინით - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: დღეს ღამის 3 საათზე ტუჩი დავიბერე e vitaminit და ტუჩი გამისივდა ძალიან მეშინია მინდა შეიწოვოს და აღარ გასივდეს როცა შევამჩნიე რო ტუჩის მოცულობა იზრდებოდა დავლის suprastini რათა ალერგიაში არ გადაიზარდოს მეორედ ვიკეთებ პირველ მცდელობაზე არ გამომივიდა თუ არ გამისივდა ეხლა შედეგა ვხედავ და ძალიან გთხოვთ მომწერეთ პასუხი 16 წლის ვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი არ არის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტრანსფერმალურად სიღრმეში ინექციის გზით შეყვანა.
ეს არის ზეთოვანი მასა და ტუჩის დაბერვასთან, გადიდება-შევსებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
მისი ამ მიზნით გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ტუჩი კი არ სივდება, არამედ შესაძლოა განვითარდეს ბევრი სხვა არასასურველი მოვლენა, ვინაიდან ტუჩის არეში გადის ძალიან ბევრი სისხლძარღვი, კაპილარი, რეცეპტორები.
სასურველია მიმართოთ სპეციალისტს, რათა დროულად შეფასდეს დამდგარი შედეგი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
სამომავლოდ კი, სასურველია თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციას არ აჰყვებით „მოდურ ტენდენციებს“ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყბა–სახის ქირურგის უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35 

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა