ყბის სახსრის ტკაცუნი - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა ! თვეებია მაწუხებს ყბის ტკაცუნი. ყოველი პირის გაღებისას ერთი მხარე ტკაცუნობს, თითქოს ძნელად იღება პირიც. ამ ბოლო დროს დამეწყო ყბის დაძაბვაც ორივე მხარეს. რომელი მხარეც ტკაცუნობს თითქოს ყურამდეც მიდის დაძაბულობა უკვე. რისი ბრალია და როგორ მოვიქცე? ვიცი, რომ სახსართანაა კავშირში და სიბრძნის კბილი თუა რამე შუაში მასთან? ვის მიმართო? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ეს შეიძლება იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, ( ტრავმა,) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა, უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია, რაც წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს.
ეს პათოლოგია ზოგჯერ წააგავს ოტოლარინგოლოგების, ოკულისტების, ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების სამკურნალო დაავადებებს. შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვაც აუცილებელია (ხომ არ გადაიტანეთ კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები).
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპიული საშუალებები (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში რთავენ საღეჭი კუნთების მასაჟს. ზოგჯერ მიმართავენ სახსარშიდა ინექციებს-- ქონდროპროტექტორებით .
ჩვენს კლინიკაში ყოველ ხუთშაბათს გვაქვს უფასო კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 19 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა