კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რა ჯდება თქვენს კლინიკაში ჰაიმორიტომია, 2 თვეა უკვე მაწუხებს
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში, ჰაიმოროტომის ღირებულება ვარირებს 1 800 ლარიდან 2 100 ლარამდე, რასაც განსაზღვრავს მანიპულაციის ნუანსები, როგორებიცაა, საჭირო იქნება თუ არა ორო-ანტრალური ფისტულის პლასტიკა, კბილის ამოღება და ა.შ.
ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვით თავად ყბა–სახის ქირურგი უშუალოდ ვიზიტის დროს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა