სიბრძნის კბილი - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა მაღლა ორივე მხარეს სიბრძნის კბილი მაქ და დაბლაც ამომივიდა ორივე მხარეს დაბლა ერთ მხარეს დამისივდა და მტკივა ლოყა ამატკიაა ყურიც ორი დაპლომბილი კბილიც მიჩირქდება
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით უკვე მოგვმართეს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. სიბრძნის, ანუ მერვე კბილი, ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია.
სიბრძნის კბილები მდებარეობს ისეთ ადგილას , სადაც ბევრი სისხლძარღვი, ნერვი და უჯრედისია, რომლებიც ძალზედ მარტივად ინფიცირდებიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენს ჩივილებს სიბრძნის კბილის პრობლემურობა იწვევს.
სიბრძნის კბილის მდებარეობისა და მიმართულების დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ხშირად დენტალურ (მცირე ზომის) რენტგენოგრამის მაგივრად მთლიანი პირის ღრუს ორთოპანტომოგრამას ვურჩევთ პაციენტს, რომელზეც ოთხივე სიბრძნის კბილი ჩანს მიმდებარე ქსოვილთან ერთად. ასეთი სურათი უფრო ინფორმატიულია რადგან მეტად იძლევა სიბრძნის კბილების „ქცევის“ პროგნოზირების საშუალებას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგთან, სადაც შეფასდება სიბრძნის კბილის ზოგადი მდგომარეობა და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გიპასუხებთ ექიმი.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35 

გაცნობებთ, რომ გვაქვს ყბა-სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე ხუთშაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა