ოდონტოგენური კისტა - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რას ნიშნავს ოტონდოგენური კისტა ჩემს შვილს ქონდა ქვედა ყბაზე ოპერაცია გაუკეთდა 2 თვის უკან ოპერაციამდე როგორც ქონდა ამობურცული ისევ ისე აქვს ექიმის თქმით საშიში არაფერია და დრო სჭირდება,მაინტერესებს არაა საშიში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ოდონტოგენური კისტა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი სერიოზული ნოზოლოგიაა. მას წარმოშობის რამდენიმე მიზეზი აქვს.
ცისტა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც შედგება გარსისა და შიგთავსისგან, ძირითადი გამომწვევი მიზეზი აღნიშნულ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე პერიოდონტიტის ერთ-ერთი ფორმის შედეგია.
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი დამოკიდებულია თვით პაციენტზე და იმაზე თუ რამდენად სწორად შეასრულებს იგი ექიმის დანიშნულებებს და რჩევა დარიგებებს.
პოსტოპერაციულად პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ 24 თვის განმავლობაში, 6 თვეში ერთხელ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოდიაგნოსტიკა ან რადიოვიზიოგრაფიული კვლევა, რათა გამორიცხული იქნას რეციდივი.
გირჩვეთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეს ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გაცნობებთ, რომ კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა