კითხვა: გამარჯობა,რამოდენიმე თვეა მაწუხებს თავის ტკივილი,თუ სწორედ მახსოვს მასეთი ტკივილი გაციების მერე დამეწყო.მტკივა თავის ზედა ნაწილი ცალ მხარეს,წამიერად გაელვებასავით მტკივა,ხანდახან გადაეცემა თვალს და ამითამაშდება ხოლმე,ხან წარბიც მიელავს,ვიმკურნალე ჰაიმორიტზე გავიკეთე გამორეცხვა მაგრამ შედეგი არაა,ამასტანავე მაქვს მაგ მხარეს ფეხის ტკივილი რამდენად შეიძლება კავშირში იყოს ერთმანეთთან? ახლა თითქოს ეს მხარე თავის დამძიმებული მაქვს შუბლი და მის მაღლა.რა დაავადების სიმპტომებია? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით!
ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში ხშირია ჰაიმორიტით დაავადებული პაციენტები. ეს დაავადება აზიანებს ზედა ყბის ძვლის ჰაიმორის წიაღების ლორწოვან გარსს. ამ დროს მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
დაავადების ძირითადი მაჩვენებელია დიდი რაოდენობით ლორწოს ან ჩირქის გამოდენა ცხვირიდან, რომელსაც თან დევს თავის ტკივილი და საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზებია:

  • წიაღებში ინფექციის შეღწევა;
  • ზედა ყბის წიაღების დარღვეული ბუნებრივი ვენტილაცია და დრენაჟი;
  • ცხვირის პოლიპი;
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება;
  • ადენოიდიტი ქრონიკულ ფორმაში;
  • სახის ძვლების ტრავმების შედეგი;
  • პოლინოზი;
  • ალერგიული რინიტი;
  • ნაზივინის და სხვა ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების ჭარბი გამოყენება. ეს იწვევს ლორწოვანი გარსის ქრონიკულ შეშუპებას და აპროვოცირებს ჰაიმორიტს.

ჰაიმორის წიაღის ქვედა კედლის ერთიანობის დაზიანება. ეს შესაძლებელია მაშინ , როდესაც დარღვეულია ზედა ყბის კბილების ზრდა ,იმ შემთხვევაში, როდესაც ჩატარებულია არასწორი სტომატოლოგიური მანიპულაციები.
რაც შეეხება ფეხის ტკივილის, სავარაუდოდ ჰაიმორიტი მასთან არაა კავშირში .
ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ართრიტი;
  • ტრავმები;
  • აზარდულის თიაქარი;
  • დაჭიმვა ან დაძაბვა;
  • დისკის თიაქარი;
  • თეძოს ნერვის ანთება;
  • ოსტემიელიტი;
  • ოსტეოპოროზი.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, ამიტომ შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ხუთშაბათსა და შაბათს.
რაც შეეხება ჰაიმორიტს, მობრძანდით ჩვენს ოტო–რინო–ლარინგოლოგთან ვიზიტზე, შეფასდება თქვენი მდგომარეობა და შემდეგ დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა.
ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებიან გამოჯანმრთელებასა და პრობლემის აღმოფხვრაში.
გაცნობებთ რომ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა