ჩანართი ცხვირ–სახის პროექციაზე - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.. 2 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია, ცხვირის ძგიდე გავისწორე და ამოვიჭერი ნიჟარები.. მას შემდეგ, მაწუხებს მუდმივი თავბრუსხვევა და ვერ ვსუნთქავ მარცხენა ნესტოთი.. გავიკეთე მაგნუტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სადაც წერია რომ "ცხვირ-სახის პროექციაზე, მარცხნივ ლორწოვან გარსში ვლინდება სითხის ინტენსიობის ჩანართი ზომით 5-6მმ.. იქნებ გამარკვიოთ რას ნიშნავს ან რა პრეპარატი მივიღო სუნთქვის გასაუმჯობესებლად..
პასუხი:


მოგესალმებით,
თქვენს მიერ გამოგზავნილი, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი, არის მხოლოდ დასკვნა და არა დიაგნოზი. შესაბამისად, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ჩანართი ზომით 5-6მმ, საკმაოდ პატარა ზომის წარმონაქმნია, იმისთვის, რომ გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან თავის ტკივილი.
იმისთვის, რომ უფრო ამომწურავად შევძლოთ პასუხის გაცემა და მკურნალობის დაგეგმვა, გთავაზობთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციას – ხუთშაბათს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ, თან იქონიოთ მრტ კვლევის პასუხი.

უფასო კონსულტაციისათვის, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა