ჰელიკობაქტერია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით!მაინტერესებს რამდენად საშიშია ჰელიკობაქტერია? მაქვს დაბალი ჰემოგლობინი 49 და დაბალი წნევები 60/40 და ხან უფრო დაბალი.ჩავიტარე გამოკვლევა და აღმომაჩნდა ჰელიკობაქტერია.
პასუხი:

მოგესალმებით, 

პილორუსის ჰელიკობაქტერია მიკრობია, რომელიც, ყველაზე ხშირად იწვევს გასტრიტს .

მას შეუძლია, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გასტრიტი გამოიწვიოს. პილორუსის ჰელიკობაქტერია საკმაოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით  განვითარებად ქვეყნებში. ინფიცირება, წესისამებრ, ბავშვობაში ხდება, თუმცა შესაძლოა, ინფიცირებულმა ისე გალიოს ცხოვრება, რომ არაფერმა შეაწუხოს. მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, როგორ ვრცელდება ჰელიკობაქტერია. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიკრობი ინფიცირებული საკვების, წყლის ან ჭურჭლის მეშვეობით გადაედება, ვინაიდან ის ზოგიერთი ინფიცირებულის ნერწყვში აღმოჩნდა.

კუჭის ლორწოვანის დაზიანების ფონზე განვითარებულ გასტრიტს რეაქტიულს უწოდებენ. რეაქტიული გასტრიტიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, გამოიწვიოს ეროზიები და მსუბუქი ანთება.

დაავადების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს,  მთავარი მიზანი ჰელიკობაქტერიის ორგანიზმიდან გამოძევება და მჟავიანობის  დაქვეითებაა, თუმცა  ორგანიზმიდან ჰელიკობაქტერიის გამოძევება ყოველთვის ვერ ხერხდება, რეციდივის საგულისხმო მიზეზებია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ხანგრძლივი მიღება, თამბაქოს წევა და ა.შ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სწორი მკურნალობის და ექიმის რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში ,კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია .

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ასევე გვაქვს აქცია სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა