ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი - პროქტოლოგია

კითხვა: გამრჯობა! სწორი ნაწლავის ნაპრალზე მაქვს ტრომბი. პროქტოლოგთან ვიყავი კონსულტაციაზე და მითხრა ნორმაში ჯდებაო და მაინტერესებს თქვენი აზრიც საშისშია ძალიან თუ არა? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
როდესაც ბუასილს თან ერთვის ანთება, ხშირ შემთხვევაში ვითარდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი (გამოვარდნა) .
თავდაპირველად მკურნალობა კონსერვატიულია, ინიშნება მედიკამენტებისა და მალამოების კომპლექსური თერაპია.
თუ 1 თვის განმავლობაში მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში ტარდება ჰემოროიდექტომია.
ჩვენს კლინიკაში, ბუასილის ლიგირება ხდება – ელექტროექსციზიის (ენდოსკოპური) მეთოდით.
მკურნალობის მეთოდის დაგეგმარების მიზნით, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას და გაიაროთ უფასო კონსულტაცია პროქტოლოგთან, რომელიც შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.

პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა