ჰიპერჰიდროზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჰიპერჰიდროზთან დაკავშირებით მაინტერესებს თურქეთში ვაპირებ ოპერაციის გაკეთებას და მაინტერესებბს საქართველოშიც ისეთივეს აკეთებენ თუ სხვას? ან აქ გაკეთება სჯობს თუ თურქეთში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი, არსებობს ორი სახის, ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს : ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
ხოლო, პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
ასევე საინტერესოა ენდოკრინული პრობლემებიდან რომლები იყო განხილული – გამოკვლეული იქნა თუ არა კალციუმის ცვლა, არის თუ არა პაციენტი მენოპაუზის ასაკში და ა.შ.
ქირურგიული მკურნალობა მისაღებია დაავადების შედარებით სერიოზული გამოვლინებით მიმდინარეობის შემთხვევაში, როცა მკურნალობის სხვა მეთოდებმა ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს.
ქირურგიული მკურნალობა ყველაზე ეფექტური და რადიკალურია ხელისგულების, იღლიების, კისრის, სახის და თავის არეში ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, მაგრამ თუ პროცესში ფეხისგულებია ჩათრეული, აღნიშნული მეთოდი არ შეიძლება ჩაითვალოს მკურნალობის ალტერნატივად.
ოპერაცია მიმდინარეობს ზოგადი ნარკოზის ფონზე, კეთდება ორი (საჭიროების შემთხვევაში სამი) 5მმ ზომის განაკვეთი იღლიის ქვეშ. ოპერაციის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წთ-ს. სტაციონარში დაყოვნება 12-24 საათის განმავლობაშია.
შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე.
თუ თქვენ გაქვთ გულსისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადება, ინფექციური დაავადებები აქტიურ ფორმაში ან დაბალი პულსი, ანამნეზში გქონდათ ოპერაცია ან ტრავმა გულმკერდის ორგანოებზე, პლევრიტი - ქირურგია ვერ იქნება თქვენთვის ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მეთოდი.
ზოგადად, აუცილებელია დაავადების ანამნეზის დეტალურად შესწავლა. შედეგებზე კი ექიმთა ჯგუფი მსჯელობს – იკრიბება კონსილიუმი, პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, კი ექიმთა დასკვნები ეცნობება პაციენტს.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, არ ტარდება აღნიშნული ოპერაცია, თუმცა რეკომენდაციის სახით შეგვიძლია გირჩიოთ, მიბრძანდეთ, ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელ, ასოცირებულ პროფესორთან კობა სახეჩიძესთან, რომელიც მუშაობს კლინიკა „ავერსის“ ცენტრალურ კლინიკაში.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30 

კლინიკა „ავერსის“ საკონტაქტო ნომერია 2 900 800.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა