გამარჯობა, შფოთვა და გაღიზიანება, ძლიერი სისუტის შეგრძნება, გულისცემა - 100-ზე მეტი დარტყმა წუთში, ხელების კანკალი, კუჭის გახშირებული მოქმედება, წონის კლება (ჩვეული კვების რეჟიმის დროსაც),თხელი და ძალიან გლუვი კანი,ოფლის გაძლიერებული გამოყოფა,მენსტრუალური ციკლის დარღვევა ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქციისთვისაა დამახასიათებელი.
ფარისებრი ჯირკვალი, კისრის წინა ზედაპირთან მდებარე, პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა. იგი გამოიმუშავებს ორ ძირითად ჰორმონს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთირებათა ცვლის სიჩქარეს . ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში განლაგებული ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). TSH ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ წარმოქმნას თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი(T3). სისხლში ამ ჰორმონების დონის მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძირითადად ორი ტიპისაა – ჰორმონების სინთეზის გაძლიერებით მიმდინარე ჰიპერთირეოზი ან თირეოტოქსიკოზი და შემცირებით - ჰიპოთირეოზი.
თუ გვსურს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე სრული წარმოდგენა გვქონდეს, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ქსოვილის სტრუქტურა – ამის საშუალებას ულტრაბგერითი მეთოდი გვაძლევს და ფუნქციური მდგომარეობა, რისთვისაც სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონის განსაზღვრაა საჭირო. ქალბატონო ნათია ,თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , პირველ რიგში უნდა მიმართოთ ექიმ–ენდოკრინოლოგს , რომელიც დეტალური ანამნეზის დაფუძველზე, გასინჯვით დაგისახავთ გამოკვლევის და მკურნალობის გეგმას,გირჩევთ მხოლოდ მისი კონსულტაცია იქნება საჭირო თუ ასევე სხვა სპეციალისტების ,მაგალითად ნევროლოგის ან კარდიოლოგის რეკომენდაციებიც დაგჭირდებათ.
ჩვენს კლინიკაში პროფესიონალთა გუნდის გარდა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია და რადიოლოგიური განყოფილებაა, შეგიძლიათ ისარგებლოთ მიმდინარე აქციებით და ჩაიტარით კვალიფიციური გამოკვლევა.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!