ჰიპოტენზია, შუილი ყურში - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს გულის არეში ყრუ ტკივილი,გულის აჩქარება დაბალი წნება მარცხენა ყურის შუილი ყელში მოჭერის მოხრჩობის შეგრძნება და მატცხენა მხარეს თავის მოჭერითი ტკივილი ამ ბოლო დროს ხელ ფეხის იოლად დაბუჟებას ვგრძნობ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის არითმია;
  • რა არის ჰიპოტენზია;
  • შუილის გამომწვევი მიზეზები;
  • კლინიკის შეთავაზება – კარდიოლოგიური აქცია.

გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როდესაც მისი მაკონტროლებელი, ელექტრული იმპულსები სათანადოდ არ მუშაობენ.
ზოგადად, გულის რიტმის დარღვევა იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.
არითმია ზოგჯერ სავსებით კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება.
გარდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისა, გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს შემდეგმა პათოლოგიებმა:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (გაციების, სურდოს, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი).

თუ ამ მიზეზთაგან ყველა გამოირიცხება, ამ შემთხვევაში გულის რითმის იდიოპათიურ მოშლაზე ვსაუბრობთ.

hipotenzia_aritmia


რაც შეეხება დაბალ წნევას, ანუ არტერიულ ჰიპოტენზიას, დასაწყისში, წნევის მყარი ცვლილება, თითქმის ყოველთვის, შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.

ყურში შუილი

ყურში შუილის შეგრძნება, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბიექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, შუილის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება;
  • ყურის ინფექციები;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
  • მენიერის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ჰორმონული ცვლილებები ქალებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.

shuili_yurebshi


რაც შეეხება თავის ტკივილსა და კიდურების დაბუჟებას, ვფიქრობთ, შესაძლოა, მიზეზი ნევროგენული იყოს. ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ როგორც კარდილოგის ისე ნევროლოგისა და ანგიოლოგის კონსულტაციებით.
შეგიძლიათ, ისარგებლოთ კარდიოლოგიური აქციით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul-siskhldzarghvta-patologiebis-droulad-gamovlenis-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
უშუალო ვიზიტისა და ანამნეზური მონაცემების ობიექტურად შეჯერების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა