მოგესალმებით, თქვენ სავარაუდოდ დანიშნული გქონდათ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ჰიპოთირეოზის გამო.
ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური დაქვეითებით გამოწვეული კლინიკური სინდრომია, რომელიც ხშირად ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეფერხებით ვლინდება, თუმცა შესაძლებელია ასიმპტომურადაც მიმდინარეობდეს. ჰიპოთირეოზი მოქმედებს სხეულის ყველა სისტემასა და ქსოვილზე და, შესაბამისად, მრავალი სიმპტომით ხასიათდება. მაგალითად :. სიცივის აუტანლობა, კანის სიმშრალე, ძილის დარღვევა, დეპრესია, ყაბზობა, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მტკივნეულობის გარეშე, ძლიერი დაღლილობის, გამოფიტვის შეგრძნება, კისრის ან ყელის ტკივილი ან ორივე ერთდროულად, სუბფებრილიტეტი (სხეულის ტემპერატურის მუდმივი მომატება 37,1 – დან 38,00 C, ფარგლებში, ხანგრძლივად) ქალებში ხშირია გალაქტორეა (დვრილებიდან რძიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული ძუძუთი კვების დროს წარმოქნილ რძესთან) და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება , და სხვა.
განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ ჰიპოთირეოზს. პირველადი ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის არასრულყოფილი განვითარების, ჯირკვალში მიმდინარე ამა თუ იმ დესტრუქციული პროცესის ან ჰორმონების სინთეზის დარღვევის შედეგია. მეორეული ჰიპოთირეოზი ჰიპოფიზის პათოლოგიით არის გამოწვეული, ხოლო მესამეული - ჰიპოთალამუსისა.
ჰიპოთირეოზის მსგავსი სიმპტომები გვხვდება არაერთი სომატური და ფსიქიკური დაავადების დროს, ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკისას კლინიკური სურათი აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული სანდო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებით. ჰიპოთირეოზის კომპენსაციის ხარისხის შესაფასებლად საკონტროლო პარამეტრია თირეოტროპული ჰორმონის დონე. თუ მკურნალობის დაწყებამდე ის მნიშვნელოვნად იყო მომატებული, მისი ნორმალიზება შესაძლოა 4-6 თვე გაგრძელდეს. პირველი საკონტროლო გამოკვლევა ტარდება 2-3 თვის შემდეგ. ჰიპოთირეოზის კომპენსაციის მიღწევის შემდეგ ეს პარამეტრი ფასდება ერთწლიანი ინტერვალით ჰიპოთირეოზის მკურნალობა თირეოიდული სტატუსის ისეთ დაბალანსებას გულისხმობს, რომ სრულყოფილად და მყარად დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება,
ქალბატონო მარი, ჰიპოთირეოზის თვითმკურნალობა არ შეიძლება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რომელიც სათანადო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეაფასებს თქვენს დაავადებას და დაგინიშნავთ ჩანაცვლებითი თერაპიის ადექვატურ დოზას.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური ენდოკრინოლოგის კონსულტაციით და მის მიერ დანიშნული კვლევები აქვე ჩაიტაროთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ ანუ ფარისებრზე მქონდა პრობლემა იყო ზომაში გაზრდილი ვსვავდი ელთიროქსინს 'ეუთიროქსსაც კი მერე შევწყვიტე ჩემით და შესაძლოა გამოეწვია ციკლის დარღვევა ამას ?მადლობა წინასწარ და ან კიდე თუ შეიძლება ჩემით გავაგრძელო დალევა ელთიროქსინის?
პასუხი: