მეწაღის გულმკერდი

კითხვა: გამარჯობა ვარ15 წლის და მაქვს მეწაღის გულმკერდი. მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს დაავადება და როგორ ვიმკურნალო. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით! ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის მკერდის ძვალი ჩაზნექილია. მძიმე შემთხვევებში, "მეწაღის გულმკერდის" დროს თითქოს ადამიანის მკერდის ცენტრალური ნაწილი მთლიანად არის ამოღებული და დარჩენილია ორმო.
მიუხედავად იმისა, რომ მკერდის ძვლის ჩაღუნვა დაბადებიდან მოკლე პერიოდში უკვე აღინიშნება, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება გარდატეხის პერიოდში.
"მეწაღის გულმკერდი" მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. დაავადების მძიმე შემთხვევები იწვევენ გულისა და ფილტვების პრობლემებს. პათოლოგიის მსუბუქი ფორმებიც კი ზემოქმედებენ ბავშვების თვითშეფასებაზე და იწვევენ ნერვიულობას გარეგნობის გამო. დეფორმაციის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია."მეწაღის გულმკერდის" მიზეზები უცნობია, თუმცა იგი შესაძლოა იყოს მემკვიდრული, რადგან ახასიათებს თაობიდან თაობაზე გადაცემა.ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს ბავშვობაში განვითარებული D ვიტამინის დეფიციტით .
ამ ნოზოლოგიის მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ერთადერთი სიმპტომი მკერდის ძვლის ოდნავი ჩაზნექაა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ჩაზნექილობა უარესდება ახალგაზრდობის დროს და აგრძელებს პროგრესირებას შემდგომ პერიოდში.
"მეწაღის გულმკერდის" მძიმე შემთხვევების დროს მკერდის ძვალი აწვება ფილტვებსა და გულს. სიმპტომები:
ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა
სწრაფი გულისცემა ან გულის ფრიალი
სასუნთქი გზების განმეორებითი ხასიათის ინფექციები, ხიხინი ან ხველა, ტკივილი მკერდის არეში, გულის შუილები ,დაღლილობა . ასეთ შემთხვევებში საჭიროა ორთოპედიული დახმარება, მედიკამენტური თერაპია, მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა