მუცლის ღრუს ტომოგტაფიული კვლევა

კითხვა: მუცლის ღრუს ტომოგრაფიაში თუშედის კუჭის გამოკვლევა
პასუხი:

გამარჯობა!
ალბათ მოგეხსენებათ, რომ არსებობს მუცლის ღრუს კვლევის სხვადასხვა სადიაგნოსტიკო საშუალებები. თქვენი დაინტერესება ეხება ტომოგრაფიას, თუმცა არ ვიცით ეს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაა, თუ კომპიუტერული ტომოგრაფია. შესაბამისად ორივე მეთოდზე მოგაწვდით ინფორმაციას.
მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აირჩევა მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის ორგანოების პარენქიმული ფორმირებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის. დღევანდელ დღეს მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის ყველაზე ინფორმაციული მეთოდი ღვიძლის კეროვანი დაზიანებების (მეტასტაზის, ჰემანგიომის, ადენომების, კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზიის, ჰეპატოცელულური კარცინომის და სხვა სიმსივნეებისა და სიმსივნის მსგავსი პროცესების) დიაგნოსტიკასა და დიფერენციაციისათვის.კვლევის დროს ზუსტად ვლინდება პანკრეასის მკვრივი და კისტოზური სიმსივნეები.
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოდგენას გვაძლევს პარენქიმული ორგანოების სტრუქტურის თავისებურებებზე, მათში ანთებითი პროცესის, ნეკროზის, პერიფოკალური ანთების არსებობაზე, ზომებზე, მდებარეობასა და ფორმაზე.
აღნიშნული მეთოდებით შესაძლებელია კუჭის ფორმის, ზომის, მდებარეობის დადგენა, მისი ორგანული პათოლოგიების, მაგალითად, სიმსივნის, სტენოზის, დიაგნოსტირება, ასევე – ფუნქციურ პათოლოგიებზე, მაგალითად, კუჭის ფუნქციურ პარეზზე, ეჭვის მიტანა. დიაგნოსტიკა მეტწილად რადიოლოგის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც პაციენტს ესაჭიროება უშუალოდ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დიაგნოსტირება ,ამის შესახებ უფრო ნათელ სურათს ენდოსკოპიური გამოკვლევა გვაძლევს ,კუჭის შემთხვევაში (გასტროსკოპია) . ზემოთხსენებული ნებისმიერი კვლევის ჩატარების მიზნით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას თქვენთვის სასურველ დროს .
პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ტელეფონით 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა