ლაქტაციის პერიოდი შეწყვეტა

კითხვა: 5 დღეა შევუწყვიტე ბავშვს ლაქტაცია,დავლიე დონტინექსი 2 დაბლეტი,მაგრამ ახლა მარჯვენა სარძევე ჯირკვალზე ვგრძნობ ტკივილს.სანამ ექიმთან მივალ მაინტერესებს შეიძლება დარჩენილი რძე იწვევდეს ტკივილს,და მასაჟი თუ უშველის?
პასუხი:

გამარჯობა!  კატეგორიულად არ შეიძლება ლაქტაციის შემწყვეტი საშუალებების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მოგეხსენებათ , 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი ემზადება ლაქტაციის პროცესისთვის, ერჯერადად ან რამდენჯერმე მიღებულმა აბებმა კი მთელი ეს პროცესი უნდა შეაჩეროს. ძალიან დიდი ცვლილება ეს ორგანიზმისთვის. ლაქტაციის შესაჩერებელ აბებს აქვთ ძალიან ცუდი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებიც, ამიტომ მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია. მექანიკური ხერხებით ლაქტაციის შეჩერება არ შეიძლება. შესაძლოა, თვითნებურმა მოქმედებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს და ოპერაციული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.
შესაძლოა თქვენი შემთხვევა უკავშირდებოდეს ლაქტოსტაზს,რაც მკედში რძის შეკავებაა. ამ პრობლემას აწყდება პრაქტიკულად ყველა დედა. ლაქტოსტაზი წარმოიქმნება იმის, გამო, რომ არ ხდება დროულად მკედის გამოწურვა და ხდება რძის ნაკადის დაცობა.ამ დროს წყდება რძის გამოყოფა მკერდიდან და იგი უკიდურესად ძნელად გამოსაწური ხდება. მკერდი ხდება შესიებული, მაგარი, მტკივნეული, შემაგრებებით, სხეულის ტემპერატურა მომატებულია მხოლოდ მკერდის ქვემოთ.
თუ დედას შეუძლია დამოუკიდებლად რძის გამოწურვა, ხოლო პატარა ახერხებს ძუძუს კარგად წოვას, შესაძლოა პრობლემა მოგვარდეს დამოუკიდებლადაც.
ლაქტოსტაზის შემთხვევაში რეკომენდებულია მკერდი თბილად გქონდეთ და მტკივნეულ მკედზე იკეთოთ თბილი კომპრესები. აიკრძალეთ ყოველგვარი სუფთა ჰაერზე სეირნობა და საჰაერო აბაზანები. სასურველია ბავშვი ხშირად მიიკრათ მკერდზე და კვებოთ იგი ძუძუთი, თუ დამოუკიდებლად არ გამოგდით რძის გამოწურვა.
თუ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება ერთი დღე–ღამის განმავლობაში არ მოხდა, შესაძლოა იგი გადაიზარდოს მასტიტში. ამას გარდა ლაქტოსტაზი შესაძლოა დამთავრდეს ჰიპოგალაქტიით (სარძევე ჯირკვლებიდან რძის შენელებული გამოყოფა), ამიტომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ზემოთ აღწერილი სიმტომები მაინც დარჩა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა