ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ნაღვლის ბუშტში 4.00 მმ ზომის პოლიპი.არ მაწყობს ოპერაცია რადგან არც მაწუხებს და არც მაწყობს ნაღვლის ბუშტის ამოღება რადგან სამხედრო ჰოსპიტალი მბრაკავს და ვერ ვიწყებ მუშაობას თავდაცვის სამინისტროში.გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ რა ეშველება ამ პოლიპს შესაძლებელია გაიწოვოს მკურნალობამ?
პასუხი:

გამარჯობა! ნაღვლის ბუშტის პოლიპოზის დროს მკურნალობის ტაქტიკა ოპერაციულია.  თუ ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი ანუ მრავლობითი პოლიპი ნაღველკენჭოვან დაავადებასთან არის შერწყმული, ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა - ქოლეცისტექტომია.  აღნიშნული დაავადების დროს სპეციალისტების   უმრავლესობა მიიჩნევს,  რომ ოპერაცია აუცილებელია პოლიპების ავთვისებიანი ბუნებისა და მოსალოდნელი მალიგნიზაციის საფრთხის გამო განურჩევლად მათი დიამეტრისა და ზომებისა, მაგრამ თუ ნაღვლის ბუშტში 5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ერთეული პოლიპი აღმოჩნდა, ხშირად დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ. ულტრაბგერითი გამოკვლევით პერიოდულად აკვირდებიან პოლიპს, აკონტროლებენ მის ზრდასა და სხვა თავისებურებებს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი განსაზღვრავენ მკურნალობის ტაქტიკას. გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში,  ექიმ–ქირურგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი  და შაბათი წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,  რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა