წელში მოხრა

კითხვა: გამარჯობა. მყავს 15 წლის გოგო რომელიც სულ მოხრილი დადის და მაინტერესრბს ხერხელმის პრობლემა ხომ არ ექნებაა? ვის შეიძლება ვანახო.
პასუხი:

მოგესალმებით! კუნთოვანი სისტემის არასათანადო განვითარების გამო მოზარდი იძულებით მდგომარეობას იღებს – უნებლიეთ იხრება წელში, დროთა განმავლობაში კი მოხრა ჩვევად ექცევა. ყოველივე ამის შედეგად მყესები და იოგები ცუდად ვითარდება: ზოგან მოკლეა, ზოგან, პირიქით, ზომაზე გრძელი.ვითარდება ტანადობის დარღვევები ,რომლის დროს  წამყვანია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე, გამოსწორებაც იოლად შეიძლება და აუცილებელიც კია, რათა შემდგომში სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს. მკურნალობის მიზნით თავდაპირველად მოზარდის სხეულს ექიმი ათვალიერებს. შემდეგ მეტი სარწმუნოობისთვის  ატარებენ  რენტგენოლოგიურ კვლევას. სასურველია, ხერხემალი რენტგენოლოგიურად შეფასდეს დგომშიც, როდესაც ორგანიზმი ფუნქციურად დატვირთულია და მწოლიარე მდგომარეობაშიც, როცა  ხერხემალი ფუნქციურად განტვირთული გახლავთ. შვილის ტანადობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ბავშვი სწორად არ ზის, ფეხებს სწორად არ დგამს, იხრება, იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი, აუცილებლად აჩვენეთ სპეციალისტს( ორთოპედს , სამედიცინო ფიზკულტურის ექიმს , ან  ნეიროქირურგს). გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა