გამარჯობა! თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომებით სახეზეა მწვავე ,ჰემორაგიული ცისტიტის არსებობა .ეს რაც დისტანციურად შეიძლება ითქვას,თუმცა შესაძლებელია ამასთან ერთად იყოს მწვავე ვაგინური ინფექციები და ზოგადად შარდ–სასქესო სისტემის ინფექცია.
ეს მდგომარეობები მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას,სხვა შემთხვევაში ჩამოყალიბდება ქრონიკული პროცესი,რომლის განკურნება გაცილებით ძნელი და ხანგრძლივია, ვიდრე მწვავე ფაზის დროს მკურნალობა. აუცილებელია , მობრძანდეთ გინეკოლოგთან ,რომელიც ანამნეზის საფუძველზე დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს , ხოლო შედეგების მიხედვით დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა . ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს უფასო კონსულტაციის დღეები : ხუთშაბათს და შაბათს , აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.ინტიმურ ადგილას მაქვს საშინელი ტკივილები.წვა მაქვს საშინელი და ქავილი.დავიტანჯე 2 კვირაა მასე ვარ .საპირფარეშოშიც გასვლა მიჭირს ტკივილის გამო.სისხიც შევნიშნე კანზე.გაწითლებულია ხოლმე ძალიან და დასიებულიც ცოტა და არვიცი რა გავაკეთო. ექიმთან მისვლას კი ვერ ვახერხებ ჯერჯერობით ვმუშაობ სულ და თქვენი რჩევა მინდოდა.
პასუხი: