თავისუფალი ესტრიოლი (დამატებითი განმარტება)

კითხვა: თქვენი პასუხი სამმაგ ტესტზე ინტერნეტიდან დაკოპირებული ტექსტია, რომელიც წაკითხული მაქვს. უფრო კვალიფიციურ პასუხს ველოდი
პასუხი:

მოგესალმებით, თქვენი კომენტარი გასაგებია ჩვენთვის ,თუმცა ვეცდებით აგიხსნათ ვითარება .
ლაბორატორიული ტესტის განმარტებითი ინფორმაცია შესაძლოა იდენტური აღმოჩნდეს სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ ტექსტში,ვინაიდან ძირითადი წყარო საერთოა,ისევე ,როგორც წამლის ანოტაცია ,რომელიც დაწერილია მწარმოებლის მიერ,შესაძლოა ბევრმა ავტომა გამოიყენოს ჩანართის სახით სხვა მასალაში .
თუმცა ეს არ არის მთავარი !
ჩვენ შემოვიფარგლეთ მოკლე და ზოგადი პასუხით მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ჩვენ არ უნდა დაგვერღვია პროფესიული ეთიკის წესები .
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ასწავლიდა ,რომ უმთავრესია პაციენტს არ ავნო , ხოლო ვნება შესაძლებელია არა მხოლოდ ქმედებით ,არამედ მოუზომელი სიტყვით .
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ,ანალიზის შედეგი ,შეიცავს ინფორმაციას ,რომელიც ბადებს ეჭვს გენეტიკური დაავადების არსებობის შესახებ,მაგრამ ის არ არის საკმარისი იმისათვის,რომ დაისვას საბოლოო დიაგნოზი .
საჭიროა კიდევ სხვა კვლევათა ერთობლიობა,რომლის საფუძველზეც, მხოლოდ მკურნალი ექიმია უფლებამოსილი ,პაციენტთან უშუალო კონტაქტის პირობებში ,გადაწყვიტოს დიაგნოზის უტყუარობა და გააცნოს ის პაციენტს .
ჩვენი მხრიდან , ერთი ტესტის საფუძველზე ,დიაგნოზზე მინიშნება იქნებოდა პროფესიულად და ეთიკურად არასწორი ,ხოლო ორსულისათვის სარისკო .
ასე ,რომ ნუ გვიწყენთ !
ჩვენი აზრი უცვლელია – მიმართეთ მკურნალ ექიმს და მასთან ურთიერთობაში დააზუსტეთ დიაგნოზი ,ხოლო თუ მოისურვებთ ალტერნატიული აზრის მოსმენას,მობრძანდით ჩვენს კლინიკაში. ეს შემოთავაზება ძალაში რჩება უცვლელი პირობებით .
გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა