ჰისტეროსკოპია, მიომა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა...ვარ 39 წლის.მაისში გავიკეთე ჰისტეროსკოპია მეომის ...ნორმანად მქონდა თვიური,ეს თვეა აღარ მომდის,2 დღე მქონდა ყავისფერი გამონადენი.ეხოზე ჯერ ვერ წავედი,პარალელურად ვსვავდი ეუთიროქს ,ფარისებრის გამო და აგვისტოსან შემიწყვიტა ექიმმა...სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი??
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. ისეთი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა მიომა ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.
საშვილოსნოს მიომა კი, კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. შესაძლოა, მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი იყოს საშვილოსნოს მიომა, თუმცა სასურველია, ჩივილის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე საუბრობდეს თქვენი გინეკოლოგი.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა