ჰორმონული სპირალი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მყავს ერთი შვილი და უკვე ათი წლის არის. რაც გავაჩინე იმის შემდეგ სადღაც 8 წელი სპირალი მქონდა ჩადგმული რაც ამოვიღე უკვე წელიწად ნახევარი გავიდა ვცდილობ დაორსულებას და ვერ ვორსულდები ამ ეტაპზე მაინტერესებს საშიშია თუ არა და ექიმთან მისვლის გარეშე თუ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა არადა ისეთი პრობლემური პაციენტი არასდროს ვყოფილვარ. მადლობა დიდი
პასუხი:

მოგესალმებით!
სპირალი ორნაირია: ჰორმონული და სპილენძის. პროგესტერონის წყალობით საშოს ლორწო საგრძნობლად სქელდება და სპერმას საშვილოსნოში მოხვედრას არ ანებებს. ჰორმონის ზემოქმედებით სქელდება საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსიც. როგორც ჰორმონული, ისე სპილენძის სპირალი სპერმატოზოიდების აქტივობას თრგუნავს.
დისტანციურად პასუხს ვერ გაგცემთ, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, სადაც უშუალოდ შეფასდება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც გინეკოლოგთან კონსულტაციები, აქციის ფარგლებში მიმდინარეობს უფასოდ.
საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა