მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოთ საქმე ეხება იოდის დეფიციტს. იოდი სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია. მის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. იოდის დეფიციტი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას აძლევს დასაბამს. იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა, უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული სისტემების ჯანმრთელობაზე. გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), სუსტდება გულისცემა, ქვეითდება კუნთების ტონუსი , ვითარდება ზოგადი სისუსტე, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა) ხშირად ხელს უწყობს ყაბზობას, იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, რაციონი იოდშემცველი პროდუქტებით გავიმდიდროთ. თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, იოდის პრეპარატების მიღება არასასურველია, მეტადრე არ შეიძლება მათი მიღება ფილტვის ტუბერკულოზის, თირკმლის ქრინიკული პათოლოგიის, ჰემორაგიული დიათეზის დროს. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის მიზნით, ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და გასაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაქვს მეხსიერების პრობლემა ანუ ვერ ვიმახსოვრებ ვარ 32 წლის
პასუხი: