მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა სავარაუდოდ საქმე გვაქვს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტთან, ის სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ის მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავდება, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ. დაავადების მიზეზი უცნობია. სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და არაადეკვატური მკურნალობა, აუარესებს დაავადების პროგნოზს.
მას ახასიათებს:
- უპირატესად მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება;
- პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
- თვალის ხშირი დაზიანება;
- სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;
- შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება სტრეპტოკოკული, სტაფილოკოკური ან ვირუსული (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები) წარმოშობისაა.
დაავადების დროს იცვლება სახსრის სტრუქტურა. სახსარი კარგავს ფუნქციას, რისთვისაც ის არსებობს – მოძრაობის უნარს, ვითარდება ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები. ბავშვი კარგავს, მოძრაობის, გადაადგილების, თვითმომსახურების, ზოგჯერ საკვების მიღების უნარსაც კი, ვინაიდან, სახსარი, რომელიც უზრუნველყოფს საკვების ღეჭვას, აღარ ფუნქციონირებს.
იუვენილური ართრიტი შედის მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებათა ნუსხაში და ამჟამად მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის პაციენტების სტაციონარული მკურნალობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობის დაცვის ე.წ. ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამები საჭიროებდა სერიოზულ რევიზიას და რეფორმირებას, 2013 წლის სახელმწიფო პროგრამები დამტკიცდა გლობალური ცვლილებების გარეშე.
მკურნალობის ყველა ეტაპის შესრულებისას, შედეგი დადებითია, დროული დიაგნოსტირება კი მნიშვნელოვანი.
იუვენილურ ართრიტთან დაკავშირებით:
ჩვენს ქვეყანაში,მსგავსი დაავადებების მართვის მიზნით ,შექმნილია "გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი".
იმედია საქმე გექნებათ სხვა დაავადებასთან, მაგრამ თუ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდება ზუსტად ეს დიაგნოზი, მოგვწერეთ და დაგეხმარებით ამ ფონდთან ურთირთობაში.
გარდა ამისა ,საჭიროა გამოკვლეული იქნეს ბავშვის ტერფი ,ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები ბრტყელტერფიანობასაც ახასიათებს .აქედან გამომდინარე ,გირჩევთ, მისი გამორიცხვით დაიწყოთ.
ჩვენი ცენტრი ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, გთხოვთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას.